ორბელი ივანე (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივანე (II) ორბელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე (II) ორბელი - ერისთავთ-ერისთავი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი; გიორგი III-ის კარის წარჩინებული, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე 1160-იანი წ-იდან 1177/1778 წ-მდე. ამირსპასალარის სამოხელეო თანამდებობებით მოიხსენიება იგი ქართულ და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში.

ივანე ორბელმა, როგორც მხედართმთავარმა, დიდი როლი შეასრულა მაჰმადიანთა შემოტევების მოგერიებისა და საქართველოს სამხრეთი საზღვრების შემომტკიცების საქმეში; იგი მონაწილეობდა ანისისათვის გადახდილ არა ერთ ბრძოლაში. 1174 წ., როცა გიორგი III-მ დადიანებს წაართვა ანისი, იგი სამართავად ივანე ორბელს გადასცა. გარდა ანისისა, ივანეს დიდი წვლილი შეჰქონდა საქართველოს შემადგენლობაში შემოსული სხვა სომხური სამფლობელოების (დვინის ოლქი) დაცვის საქმეში.

ივანე (II) დანათესავებული იყო ორ სამეფო ოჯახთან: ერთი მხრივ, ლორე-ტაშირის კვირიკიან მეფეთა სახლთან - მისი მეუღლე რუსუდანი იყო კვირიკე III-ის ასული; მეორე მხრივ, საქართველოს სამეფო სახლთან - ივანეს ასული იყო დავით V-ის ძის, უფლისწულ დემნას მეუღლე (სტეფანოს ორბელიანი). ამ ნათესაურმა კავშირებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მის მიერ 1177/1178 წ-ის დემნა უფლისწულის ამბოხად ცნობილი დიდი აჯანყების მოთავეობა, რომელიც მიზნად დემნა უფლისწულის გამეფებას ისახავდა. აჯანყებულები დამარცხდნენ, გიორგი III-მ ივანე ორბელი სასტიკად დასაჯა (დააბრმავა) და ჩამოართვა მის ხელთ არსებული თანამდებობები.



წყაროები და ლიტერატურა

  • სტეფანოს ორბელიანი 1978: 41-42;
  • აბდალაძე 2005: 33-34; 36-39, 90-104;
  • სილოგავა 1994: 48.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები