ოდიშელიძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია ოდიშელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ოდიშელიძე

ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე - (25.III.1865 - 1925) - გენერალი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

  • დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი.
  • სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო.
  • 1888 პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა.
  • პორუჩიკი (1891).
  • 1891-1894 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში.
  • შტაბსკაპიტანი (1894).
  • 1895 წელს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი.
  • კაპიტანი (1896).
  • კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონის ასმეთაური.
  • 1897 დაინიშნა უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად,
  • 1900 წელს უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად.
  • პოდპოლკოვნიკი (1900).
  • 1902 წლიდან აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცერი.
  • 1904 წლიდან აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
  • რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე.
  • 1904 აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
  • პოლკოვნიკი (1904).
  • 1906 აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი.
  • 1907 აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაური.
  • 1909 თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებელი.
  • გენერალ-მაიორი (1910).
  • 1911 სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი.
  • 1914 თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი.
  • გენერალ-ლეიტენანტი (1914).
  • პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-10 არმიის შტაბის უფროსი,
  • 1917 წლის იანვრამდე 1-ლი არმიის შტაბის უფროსი.
  • 1917 გადაყვანილ იქნა ჯერ XV საარმიო კორპუსის მეთაური,
  • 1917 მე-3 არმიის სარდალი.
  • 1917 წლის 2 ოქტომბერს კავკასიის არმიის სარდლად ინიშნება.

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის, თეთრი არწივის ორდენებით, აგრეთვე იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა დროს იყო: სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, სამხედრო კომისიის თავმჯდომარე, პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. 1919 წელს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, სადაც დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. მთავრობისადმი წარდგენილ არაერთ მოხსენებაში სახავდა კონკრეტულ გეგმებს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. ამ პოსტზე მოუსწრო 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან დაწყებულმა ომმა. დაუშვა რამდენიმე მძიმე შეცდომა და 16 თებერვალს ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო გადააყენეს. დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად. ერთადერთი იყო, ვინც შეეწინააღმდეგა ახალი მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის, გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ. თვლიდა, რომ დედაქალაქის დატოვება მორალურად გაანადგურებდა ჯარს, დასცემდა მის ბრძოლისუნარიანობას და ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.

1921 წელს წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, სადაც ორჯერ წაიკითხა მოხსენებები 1921 წლის ომთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლშივე გარდაიცვალა.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru; http://regIment. ru;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
  • მ. ბახტაძე, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბ., 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ილია ოდიშელიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები