ილითიია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილითიია(ბერძნ.) მელოგინეთა და ჩვილთა მფარველი ქალღმერთი, ზევსისა და ჰერას ასული.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ილითიია კრეტული ღვთაება იყო. მოგვიანებით მისი კულტი გავრცელდა საბერძნეთსა და იტალიაშიც.

ილითიიას ხშირად არტემისს უკავშირებდნენ. გამოსახავდნენ კი მას თხემით ტერფამდე მოსასხამმოსხმულს, რომელსაც შიშველი ხელით ჩირაღდანი მოჰქონდა. ჩირაღდანი ჩვილის დაბადების ანუ ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები