მოსაშვილი ილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილო მოსაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილო მოსაშვილი

მოსაშვილი ილო − (1896 − 1954), დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, სცენარისტი. დაიბადა სოფელ ჩარგალში. 1914-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1926-1932 წლებში იყო ჟურნალ „შოლტის” პასუხისმგებელი მდივანი და გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორი; 1937-1940 წლებში – საქართველოს ლიტერატურული ფონდის დირექტორი; 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ „სინათლეში”; აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პიესებს; მის რამდენიმე ლექსზე დაწერილია სიმღერა; არის ფილმების სცენარის ავტორი: „ის კიდევ დაბრუნდება” (1943), „სადარაჯო ჯიხური” (1941), „ქალიშვილი გაღმიდან” (1940), „ორი მეგობარი” (1937), „მდინარის გაღმა” (1935), „არშაულა” (1935); ასევე წერდა ნაწარმოებებს ბავშვებისთვის, თარგმნა შევჩენკოს, ფრანკოს, მაიაკოვსკისა და ესენინის ნაწარმოებები.


ლეკის ქალი
ძვლები დამიფშვნა, დამკრა ციებამ,
ბუხართან ქალი ნაწნავებს ნასკვავს.
ქალს სიცხიანი თვალი მიება,
როგორც დაღესტნის კრიალა ვარსკვლავს.
მას ქმარი ჰყავდა, ტიალ ბორანთან,
ალაზნის პირას, მოჰკლეს თუშებმა,
საცაა იგი ჩონგურს მომართავს
და ძველი სევდა მოეშუშება.
ფანჯრებში მთვარე შემოპარულა,
ქალს ად დახსნია დარდი ორგული:
- ისევ ქმარს სტირი? − ვკითხე ფარულად.
- სიყვარულს ვტირი! − ამბობს ჩონგური.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები