იმეხუზლა იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმეხუზლა იოსებ მაქსიმეს ძე - იასე რაჭველი (დ. 1860, სოფ. ბაილეთი, ოზურგეთის მაზრ. - გ. 1919, მარტი ლაგოდეხი) - მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა სოფლის ერთკლასიანი სასწავლებელი. სოფლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ, მშობლების თანხმობით, რაჭის ორკლასიან სასწავლებელში გაგზავნა. სკოლის დასრულების შემდეგ დარჩა რაჭაში. შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციას, რომელიც მალევე ჟანდარმერიამ დახურა. დაბრუნდა გურიაში. თუმცა 1880-იან წლებში გადახვეწა მოუწია ოსმალეთში. საბერძნეთსა და სტამბოლში ყოფნის დროს შეისწავლა ენები. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალას და დააარსა ამხანაგობა „გეორგია“. გადასახლებაში მყოფი, იასე რაჭველის ფსევდონიმით, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, რომლებიც პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდა მკითხველთ. 1904 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისის თვითმმართველობასთან გზების ქვებით მოპირკეთებასთან დაკავშირებით დადო შეთანხმება. ქვები თავდაპირველად საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდეგ კი - სოფ. კურსებიდან (ქუთაისის მაზრა). 1907 წელს მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო. თუმცა დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გადავიდა ლაგოდეხში. დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის „ჰერეთი“ გამოცემა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი ფოტოები და თარგმანები იბეჭდებოდა. 1919 წლის მარტში ლაგოდეხში მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაილეთში (ოზურგეთის რ-ნი). ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გარდაცვალების ნეკროლოგი და მასზე იოსებ არიმათიელის წერილი. მის ხსოვნას ვარდენ ყიფიანმა ლექსი მიუძღვნა. 1920 წლის 24 ივნისს მუშათა ცენტრალურ კლუბში იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავი საღამო გაიმართა - „საღამო სოსიას ღელე“. დამსწრეებს სიტყვით იოსებ იმედაშვილმა მიმართა. ლექსები წაიკითხეს მგოსნებმა: ვ. რუხაძემ, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, დარია ახვლედიანმა და სხვ.

იასე რაჭველი არაერთი ლექსის, პოემის, მოთხრობისა თუ რომანის ავტორია. მათ შორის: „მეექვსე ნომერი“, „რაშია ბედნიერება“, „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, „მარიანა“, „უმანკო მსხვერპლი“, „მართალი კაცი“ და სხვ.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ი. არიმათიელი, იასე რაჭველი (გარდაცვალების წლის თავის შესრულების გამო), ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919 №3, 1920, №8;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, №858,

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იასე რაჭველი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები