ინგოროყვა ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ინგოროყვა

ანტონ ინგოროყვა – დაიბადა 1948 წლის 8 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. — გეოლოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი (1990-1995). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი (1971).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის საპრობლემო ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი (1971-1973)
  • საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი (1973)
  • კომკავშირის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი (1973-1975)
  • თბილისის მეტროპოლიტენის პარტიული კომიტეტის მდივანი (1975-1977)
  • პარტიის ოქტომბრის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი (1977-1985)
  • პარტიის ლენინის რაიკომის მეორე მდივანი (1985-1987)
  • პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ვაჭრობის, საგეგმო და საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგე (1987-1988)
  • პარტიის თბილისის ოქტომბრის რაიკომის პირველი მდივანი (1988-1990)
  • პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი (1990)
  • აგროსამრეწველო ფირმა „სამგორის“ გენერალური დირექტორი (1991-1994)
  • სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1994-1995)
  • „ახალი ქართული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი (1995)
  • „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორი (1995-1998)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საბანკო საქმის“ კათედრის გამგე (1995-)
  • „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (1998-1999); საბჭოს თავმჯდომარე (1999)

პარლამენტის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიის სიით, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2000): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით; ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები