ინდილარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდილარ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Индилар – ინდილაები) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ოთხი გვარიდან ერთ-ერთი, რომელიც მისი დამაარსებლის – ინდილჲაჲს – სახელს ატარებს. ეპოსში ხშირია შვიდი ძმა ინდილაების შესახებ თხრობა, ამიტომ ზოგჯერ მათ ჯეთილარებს (жети – „შვიდი“) უწოდებენ. ბოროტი ენის მქონე გილჲახსირთანის ჩაგონებით, ნართ ნჲოგერს მათი ფრთოსანი თეთრი ცხენი მიჰყავს. იმავე გილჲახსირთანის ხელშეწყობით, ძმები მოძებნიან და კლავენ ნჲოგერს. თქმულებაში „ჲორჲუზმექი და ნოღაელი“ ნაამბობია, რომ ჲორჲუზმექი ინდილარებს სტუმრობდა. გეზოხის ვაჟის – სოზარის – დედაზე ნათქვამია, რომ იგი ინდილჲაჲს ასულია.


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები