ინდონეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდონეზიის დროშა

ინდონეზია (Indonezia - ინდონეზიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის (ინდონეზიის) არქიპელაგის კუნძულებზე და კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ინდოეთის და წყნარი ოკეანეები.

ფართობი 1904,3 ათ. კმ2.

მოსახლეობა 232,7 მლნ. კაცი (2012), აქედან 96% ინდონეზიელები, დანარჩენი ჩინელები, პაპუასები და სხვა.

ოფიციალური ენა – ინდონეზიური.

დედაქალაქი - ქ. ჯაკარტა.

ადმინისტრაციულად იყოფა 27 პროვინციად. ინდონეზია უნიტარული რესპუბლიკაა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა სახალხო კონსულტაციური კონგრესი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ფუნქციებს ასრულებს სახალხო წარმომადგენელთა საბჭო (ერთპალატიანი პარლამენტი). აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს პრეზიდენტსა და მთავრობას.

ინდონეზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1945 წლის 17 აგვისტოს.

ინდონეზია აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა.მსოფლიოში უჭირავს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ბუნებრივი აირის, ნავთობის, სპილენძის, ნიკელის მოპოვების, ბუნებრივი კაუჩუკის, ყავის, ჩაის, თამბაქოს, სუნელების წარმოების მხრივ.

სამხედრო მრეწველობა უშვებს ცეცხლსასროლ იარაღს, მსუბუქ თვითმფრინავებს, საბრძოლო კატარღებს და მხარდამჭერ გემებს. ძირითადი

საზღვაო პორტები: ბელავანი, ტანჯუნგ-პრიოკი, სურაბაია, ჯაკარტა, კუპანგი, პალემბანგი, სემარანგი, ჩილაჩაპი.

7 საერთაშორისო აეროპორტია, რომელთაგან უმსხვილესია: სუკარნო-ჰატა (ჯაკარტა).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 302 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 233 ათ., სამხედრო-საზღვაო 45 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 24 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები