ინფორმაციის დამუშავება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფორმაციის დამუშავება − ინფორმაციის წარმოდგენისა და შინაარსის კანონზომიერი ცვლილების პროცესი, რომელიც ხორციელდება ბუნებრივი ან ხელოვნური სისტემით.

ოპერაციების ერთობლიობა, რომლის მიზანია სამხედრო ინფორმაციის ისე დახვეწა, რომ იგი ჯარების და იარაღის მართვისთვის ეფექტურად იყოს გამოყენებული. განასხვავებენ ინფორმაციის შინაარსობრივ და ფორმალურ დამუშავებას.

ჯარების (ძალების) მართვის სისტემებში მუშავდება ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს სხვადასხვა ოპერატიული (საბრძოლო), სამობილიზაციო, ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო და სხვა დოკუმენტები, ასევე რომელიც მიღებულია კავშირგამბულობის ჩვეულებრივი ან ავტომატიზებული სისტემებით, ან საშუალებებით.

თანამედროვე იარაღის მართვის სისტემებში ობიექტების (მიზნების) და დაზიანების საშუალებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, როგორც წესი, ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ხერხებით წარმოებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები