ინციდენტის თავიდან აცილება ღია ზღვაში და მის თავზე საჰაერო სივრცეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინციდენტის თავიდან აცილება ღია ზღვაში და მის თავზე საჰაერო სივრცეში – ღია ზღვაში სამხედრო ხომალდების უსაფრთხო ნაოსნობის და მათ თავზე სხვადასხვა ქვეყნის საფრენი აპარატების უსაფრთხო ფრენის უზრუნველყოფა. საყოველთაოდ აღიარებული სპეციალური ნორმები, რომლებიც ღია ზღვაში და მის თავზე სამხედრო ხომალდების და საფრენი აპარატების ურთიერთობებს არეგულირებენ, საერთაშორისო საზღვაო სამართალში არ არსებობს. პრობლემას წყვეტენ დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ დადებული შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

1972 წელს, ამის შესაბამისად, დადეს შეთანხმება სსრ კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 1973 წელს მას დაერთო ოქმი არასამხედრო გემების მიმართ საშიში მოქმედების დაუშვებლობის შესახებ. შემდეგ კი შემუშავდა სპეციალური სიგნალების ცხრილი და ინსტრუქცია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები