იორდანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იორდანიის დროშა

იორდანია - (Iordania - იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო), სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, წითელ ზღვაზე გასასვლელით.

ფართობი 89,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 6,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი - ქ.ამანი.

ადმინისტრაციულად იყოფა 12 მუჰაფაზად (პროვინცია). იორდანიაში კონსტიტუციური მონარქიაა.

საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და ეროვნულ კრებას (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მეფეს, რომელიც მას ახორციელებს მთავრობის საშუალებით.

იორდანიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1946 წლის 25 მაისს.

იორდანია აგრარული ქვეყანაა მრავალწყობიანი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურით.

საზღვაო პორტია ელ-აკაბა.

საერთაშორისო აეროპორტები: ამანი, აკაბა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 100,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 88 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,5 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 12 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები