იოსებ გედევანიშვილის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსებ გედევანიშ -ვილის სახლი - ისტორიული ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, ქ. მცხეთიდან ძეგვისაკენ მიმავალ გზაზე, რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 2 კილომეტრზე, არმაზისხევის მარცხენა ნაპირზე.

სახლი ეკუთვნოდა ქართველ სამხედროდა პოლიტიტიკურ მოღვაწეს, მწერალს, დრამატურგსა და პუბლიცისტს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს (1873-1939), ავტორს პიესებისა „მსხვერპლი“, „გამცემი“, მოთხრობების სამი წიგნისა და ნაშრომებისა „სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ და „სამხედრო ხელოვნება ვეფხისტყაოსანში“.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია ქვით. პირველ სართულზე სხვადასხვა ღანიშნულების სათავსებია, მეორეზე – საცხოვრებელი ოთახები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები