ირემაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ ირემაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ირემაშვილი

ირემაშვილი იოსებ გიორგის ძე - (1879, სოფ. ურბნისი - 1944, ბერლინი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მისი დასრულების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. 1901 წლიდან გორის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა: „ხომლში“, „ნაპერწკალში“, „ახალ აზრში“, „ჩვენ გაზეთში“ და სხვა გამოცემებში. 1911 წლის ი. ირემაშვილი იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით გაგზავნა კიევში სასწავლებლად, სადაც დაამთავრა კომერციული ინსტიტუტი და საქართველოში დაბრუნდა.

1917 წელს ი. ირემაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლობას შეუდგა. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და დუშეთის კომისარი. 1922 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამოაზრეს ი. სტალინს.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სოსო ირემაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები