ისარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისარი - მშვილდით, არბალეტით და სასულე თოფით სატყორცნი იარაღი. უფრო გავრცელებულია მშვილდის ისარი.

მეზოლითში, ნეოლითსა და ბრინჯაოს ხანაში ისრის პირს მაგარი ქვისაგან (ძირითადად კაჟისაგან), იშვიათად ძვლისაგან აკეთებდნენ. ბრინჯაოს ისრის პირი ფართოდ იყო გავრცელებული ადრინდელ რკინის ხანაში. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში ევროპაში, შუა აზიასა და ციმბირში გავრცელებული იყო მილიანი სამწახნაგა ან სამფრთიანი ბრინჯაოს ისრის პირები, ძვ.წ. I საუკუნეში ისინი სარმატულმა რკინისყუნწიანმა ისრის პირმა შეცვალა. ზოგი ხალხი (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები) ცეცხლგამჩენ და მოწამლულ ისარებს იყენებდნენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები