ისარლიშვილი ლუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკა ისარლიშვილი

ისარლიშვილი ლუკა − (1814 − 1893), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვე, ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და მან თავის თანასკოლელზე მოგონებაც დაგვიტოვა. ისარლიშვილი ლექსებს ბეჭდავდა „ცისკარში”, „ივერიაში”, 70-80-იან წლებში მსახურობდა ქართული ენის ცენზორად. 1894 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოსცა.


ნიკოლოზ ბარათაშვილს
ნეტარ მას, ვინცა სიჭაბუკესა
სიყვარულისას შესწირავს ეშხსა
და ამა მსწრაფლსა ჩვენსა სიცოცხლეს, –
ტრფობისა ცეცხლით თავსა იხარებს
და გულსა ეშხით მარადის იგზნებს;
ვინცაღა ტკბილად სიყვარულისა,
ამა საწუთროს ნეტარებისა
ფიალა შესვა სიჭაბუკესა!..
ვინცა გამოვლის მაცთურსა სოფელს,
და სიყვარულის ტანჯვას და სევდას,
ოხვრითა ხსოვნა თან არ დაჰყვება –
და დროს წარსულსა, მარად გამქრალსა
ოდენ სიამით მოიგონებსა!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები