ისიდორე პელუსიოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღირსი ისიდორე პელუსიოტი - დაიბადა V ს. ალექსანდრიაში. სიჭაბუკეშივე მიატოვა ქვეყანა და ეგვიპტეში პელუსიოტის მთაზე სავანეში განმარტოვდა. იგი იყო ნათესავი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის თეოფილესი და მისი მემკვიდრისა და ძმისწულის ეპისკოპოს კირილესი. იყო ასკეტი, ერუდტი, ადამიანის სულის მცოდნე. მან ბერებს შორის დიდი სიყვარული მოიხვეჭა და დროთა განმავლობაში მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. აქვე მიიღო სამღვდელო ხარისხი.

კონსტანტინეპოლში მოგზაურობისას მართალმა მამამ წმ. იოანე ოქროპირი გაიცნო და დაემოწაფა. თავისი დიადი მასწავლებელივით ისიდორემაც ცხოვრება ქრისტიანულ მოძღვრებას, იმ „პრაქტიკულ ფილოსოფიას“ მიუძღვნა, რომელიც მისივე სიტყვებით არის „შენობის საფუძველი და თავად შენობა“. ისიდორე პელუსიოტის სიყვარული და ერთგულება წმ. იოანე ოქროპირისადმი გამოვლინდა მის გადამწყვეტ ქმედებებში, როდესაც დაიცვა ოქროპირი დევნისას. წმ. იოანეს გარდაცვალების შემდეგ მან დაარწმუნა ეპისკოპოს თეოფილეს მემკვდრე, მთავარეპისკოპოსი კირილე, რომ ოქროპირის როგორც აღმსარებლის სახელი, საეკლესიო დიპტრიხში ჩაეწერა.

ღირს ისიდორეს ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენს დრომდე მოაღწია 2000. მათი უმეტესობა შეიცავს წმიდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს.

თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს მას უდიდესი სასულიერო ავტორიტეტი ჰქონდა. მისი ინიციატივით მოიწვიეს III მსოფლიო კრება ეფესოში (431 წ.), რომელზეც ნესტორის სწავლება დაიგმო. გარდაიცვალა 436 წელს ღრმა სიბერეში. ასი წლის შემდეგ VI საუკუნის ისტორიკოსი ევაგრიოსი მის შესახებ წერდა: „მთელი მისი ცხოვრება ჰგავდა ანგელოზის ცხოვრებას დედამიწაზე“.


წყარო

წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები); თარგ. ნინო გულიაშვილის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები