იტალიური ნეორეალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იტალიური ნეორეალიზმი - რაც თარგმანში ახალ რეალიზმს ნიშნავს, არის მიმდინარეობა კიმენამატოგრაფში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი. ბენიტო მუსოლინის მთავრობით მართულ იტალიაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იყო. მძიმე რეალობა იტალიურ კინოწარმოებაზეც აისახა. ფაშისტური პროპაგანდის გასავრცელებლად შექმნილი ჩინეჩიტას ცნობილი სტუდიები მოკავშირე ძალების მიერ არაერთხელ განადგურდა და კინოწარმოებისთვის გამოუსადეგარი გახდა. რეჟისორები იძულებული გახდნენ ფილმების გადასაღებად სტუდიებს გარეთ ალტერნატიული გზები ეძებნათ.

რობერტო როსელინი, რომი - ღია ქალაქი

ნეორეალიზმის მიმდინარეობა იმხანად პოპულარული ე.წ. „Telefoni Bianchi“ - „თეთრი ტელეფონების“ კიმენატოგრაფზე საპასუხო რეაქცია იყო. კომერციული ჰოლივუდური კომედიების იმიტირებით შექმნილი კინო ომის შემდგომი იტალიისთვის სრულიად არააქტუალური გახდა. დაშორდა რეალობას, ხალხის ინტერესებს, არსებულ სოციალურ რეალობას. მწირი ტექნიკური რესურსებით აღჭურვილმა კინემატოგრაფისტებმა რეალობის ავთენტურობის აღსაბეჭდად გარე სივრცეებში, გარეუბნებში, ქუჩებსა და მოედნებზე გადაინაცვლეს. შეულამაზებლად, ღიად დაიწყეს იმ რეალობის ასახვა, რომელიც ქვეყანაში იყო და უმეტესწილად საშუალო და დაბალი ფენის რთულ ყოველდღირუობას ასახავდა. მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს ხშირად არაპროფესიონალები ასრულებდნენ. ცნობილი სახეები არაპროფესიონალებმა ჩაანაცვლეს. ნეორეალიზმის ესთეტიკა დოკუმენტულაური კინოს ენას დაახლოვდა. ნეორეალიზმის კინო ენა დაშორდა ჰოლივუდური კინოს კლიშეს და ისტორიული, ეკონიმიკური, სოციალური კონტექსტის აქტუალობასა და მისი ავთენტურობის ასახვაზე გადაერთო.

ნეორეალისტური კინემატოგრაფის ცნობილი წარმომადგენლები არიან ვიტორიო დე სიკა, რობერტო როსელინი, ლუკინო ვისკონტი, ჯუზეპე დი სანტისი და სხვ. მსოფლიომ ეს მიმდiნარეობა სწორედ რობერტო როსელინის ფილმით „რომი - ღია ქალაქი“ გაიცნო, რომელიც 1946 წელს გამოვიდა და კანის კინოფესტივალზე გრანპრით დაჯილდოვდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები