იუი იესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჲუჲ იესი / უჲ იესი (ბალყ.-ყარაჩ. Юй иеси, ნოღ. Уьй иеси – „ სახლის პატრონი“) – ფუძის მფარველი სული ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვანი ხალხების (ბალყარელების, ყარაჩებისა და ნოღაელების) რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ითვლებოდა, რომ ყოველ სახლს თავისი „პატრონი“ ჰყავდა, რომელიც საცხოვრებელი ნაგებობის საკუჭნაოში, მიშენებაში, ბოსელში ან რომელიმე ბნელ კუთხეში მკვიდრობდა. მასზე იყო დამოკიდებული საოჯახო ცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. სათანადო მასალები ფუძის მფარველი სულის ამბივალენტურ ხასიათს ავლენს: ერთი მხრივ, იგი ოჯახის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, შეუძლია, მის წევრებს ავნოს. ყველა წარუმატებლობა და უბედურება ფუძის ანგელოზის სურვილს მიეწერება. ბალყარელებსა და ყარაჩებში ჲუჲ იესი წინაპრის ხატთან იყო ასოცირებული.

ფუძის მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ და სხვა თურქულენოვანი ხალხების მითოლოგიაში ძირითადად დადებითად ხასიათდება, მაშინ, როდესაც ნოღაელთა რწმენით, იგი დემონური არსება, ბოროტი სულია. წარმოდგენილი ჰყადათ გაძვალტყავებული ბოროტი დედაბრის სახით, რომელიც დღისით სადმე ბნელ კუთხეში ზის, ღამით კი შეუძლია, ეზოში ზოგიერთი საგნის გადაადგილება, მოულოდნელი ყვირილით ადამიანის შეშინება. მიიჩნევდნენ, რომ ამ სულთან შეხვედრა ფსიქიკურ აშლოლობას იწვევდა. ასეთ შემთხვევაში ექიმბაშები ოჯახის უფროსს ურჩევდნენ, საცხოვრებელი ადგილი გამოეცვალა. არსებობდა რწმენა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ძველ საცხოვრებელში დაბრუნება შეიძლებოდა.


ლიტერატურა

  • Мошков В. А. Материалы для характеристики музыкального творчества инородцев Волжско-Камского края. Мелодии ногайских и оренбургских татар.I. Введение // Изв. обва

археологов, историков и этнографов при императорском Казанском университете. Казань, 1894. Т. 12, вып. 1-2;

  • Керейтов Р. Ногайцы. Особенности этнической истории и бытовой культуры. Ставрополь, 2009;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. История. Вып. 1 (24). 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები