იჩლუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იჩლუღიაჭარელი ქალის კაბის ზემოდან ჩასაცმელი.

იჩლუღის თარგს უსაყელო, ჩახსნილი გულისპირითა და მიდგმული სახელოებით, წელამდე მწვდომი და უკანგაუკერავი მთლიანი სატანე წარმოადგენდა. სახელო მაჯიდან თხუთმეტი სანტიმეტრი იყო შეხსნილი. იჩლუღი შავი ძაფით იკერებოდა და ოქრომკერდით ნარევი გრეხილით იყო შემკული. სახელო ხელის მტევნის ზურგის მხარეს ფარავდა და სირმის გრეხილით მშვენდებოდა. იჩლუღის ზედატანი თეთრი ნარმით, ხოლო სახელოები – წითელი ჩითის სარჩულზე იკერებოდა. იჩლუღი აჭარელი ქალის საზაფხულო სამოსს წარმოადგენდა.



ლიტერატურა

სამსონია, 2005:71-72.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები