კადრის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კადრის არმია

1. მუდმივი რეგულარული არმია (შეიარაღებული ძალები), რომელიც შექმნილია და ფუნქციონირებს საკადრო სისტემის (შეიარაღებული ძალების საკადრო მოწყობის) პრინციპებით. მშვიდობიანობის პერიოდში შემცირებული შემადგენლობით ჰყავთ მზადყოფნაში, საომარი მოქმედებების დაწყებისას კი - პირველი რიგის ოპერატიული (საბრძოლო) ამოცანების შესასრულებლად, უზრუნველყოფს რეზერვების სამხედრო მომზადებას და მობილიზაციურ გაშლას.

კადრის არმიის საბრძოლო და რიცხობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამხედრო დოქტრინა, კონკრეტული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და მისი შეფასება ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, აგრეთვე სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობები. კადრის არმიის შექმნა უკავშირდება შეიარაღებული ძალების მასობრიობის ზრდას, ეკონომიკური თვალსაზრისით კი იმის გათვალისწინებას, რომ მშვიდობიანობის დროს მრავალრიცხოვანი არმიის შენახვა (უზრუნველყოფა) არ არის მიზანშეწონილი.

თანამედროვე კადრის არმიის პირველსახე იყო XVII-XVIII საუკუნეებში ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში შექმნილი მუდმივი რეგულარული არმიები, რომლებიც ომის დროს ივსებოდა რეკრუტების დამატებითი გაწვევით, დაქირავებით და სხვა;

2. ლიტერატურაში გვხვდება ისეთი არმიის (შეიარაღებული ძალების) სახელწოდებად, რომელსაც აქვს თანამედროვე ომის წარმოების მოთხოვნების შესაბამისი ორგანიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, მომზადება და საბრძოლო გამოცდილება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები