კავთისხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავთისხევი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში ქ. კასპიდან 10 კმ-ზე, მდინარე კავთურას ნაპირებზე.

სოფელი კავთისხევი დღეს რამდენიმე უბნისა და სოფლის გაერთიანებისაგან შედგება: თხრინვალიანთ უბანი, ციხის უბანი, შუაუბანი; ადრე დამოუკიდებელი სოფლები იყვნენ: ჩოჩეთი, იდლეთი, თვალადი.

XV-XVII საუკუნეებში კავთისხევში მამულებს ფლობდნენ მაღალაძეები, ციციშვილები, სააკაძეები. 1569 წ. ქართლის მეფე სვიმონ I (1556-1569; 1578-1600) ირანელებმა შეიპყრეს და ტახტი დავით XI-მ (1569-1578) დაიკავა. კავთისხევში მყოფ დედოფალ ნესტან-დარეჯანს (სვიმონ I-ის მეუღლე) თავს დაესხნენ ამილახორი, ქსნის ერისთავი და წაართვეს მთელი ქონება (ქც 4: 409,22; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115, 116).

1932 წ. სოფლის სამხრეთ ნაწილში, დამპალოს ქედზე მიწის სამუშაოების დროს დაინგრა სამაროვანი. აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: ე. წ. წინააზიური მახვილი; აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული და სატეხი. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1971 წლიდან კავთისხევის მიდამოებში არქეოლოგიურ გათხრებსა და დაზვერვებს აწარმოებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპი-კავთისხევის ექსპედიცია. გათხრები მიმდინარეობს ნამოსახლარზე „ციხიაგორა“, სამაროვნებზე „საყარაულო სერი“, „დაჭრილები“, „ქასრაანთ მიწები“, „იორამის გორასთან“.

1981 წ. სოფლის ჩრდილოეთით, კავთისხევის ცემენტის კარიერისაკენ გადასასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს, ადგილ „ლოდების მიწებზე“ შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანში მოთავსებული ბრინჯაოს ნივთების განძი: აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული (2 ც), თოხი, სახოკი, ბრინჯაოს ზოდები (40 კგ.). თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. ნივთები ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები