კავკასიისათვის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანელი ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. 1942 წლის 22 დეკემბერი

კავკასიისათვის ბრძოლა - 1942 წლის 25 ივლისსა და 1943 წლის 9 ოქტომბერს, გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს. საბჭოთა ჯარებმა (ჩრდილოეთ კავკასიის და ამიერკავკასიის ფრონტები) შავი ზღვის ფლოტის მხარდაჭერით 1942 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს გერმანიის ჯარების (არმიათა ჯგუფი „ა“) შეტევა ნოვოროსიისკთან, ტუაფსეს, ორჯონიკიძის, გროზნოს მისადგომებთან და კავკასიონის უღელტეხილებზე.

1943 წლის იანვარში საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გაათავისუფლეს მთელი ჩრდილოეთ კავკასია ტამანის ნახევარკუნძულის გამოკლებით, რომელიც გათავისუფლებული იყო 1943 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები