კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kavkasiis xalxta mitebi da ritualebi.jpg

წინამდებარე ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ხალხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მითოშემოქმედების, რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალური პრაქტიკის განზოგადებული გადმოცემის, კომპლექსურად შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს.

წიგნის მიზანი ორგვარია: იგი, ერთი მხრივ, დაინტერესებულ პირს მიაწვდის აუცილებელ საცნობარო მასალას, რომელიც მას ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალი ნაწარმოების გაგებაში დაეხმარება, მეორე მხრივ, მოწოდებულია, დააკმაყოფილოს მკითხველთა უფრო ღრმა ინტერესი მითოლოგიისადმი, ფოლკლორისტიკისადმი, რელიგიის ისტორიისადმი, ხალხური რწმენა-წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებებისადმი.

ნაშრომის წყაროა კავკასიის ხალხთა მითოლოგიის, რწმენა-წარმოდგენების, წეს-ჩვეულებების, საწესო საკვების, საგნების, ცეკვა-სიმღერების, ენების, ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის, ანთროპოლოგიის შესწავლასთან დაკაშირებული ეთნოლოგიური, ფოლკლორული, კულტუროლოგიური, ეთნოლინგვისტური, ლინგვისტურ-სემიოტიკური, ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის მეტნაკლებად ღირებული ნაშრომები, მითისა და რიტუალის, მათი ურთიერთმიმართების პრობლემებზე არსებული უახლესი თეორიული კვლევები.

ნაშრომში გამოყენებულია, აგრეთვე, კავკასიის რეგიონებში სხვადასხვა დროს განხორციელებული საველე ექსპედიციების მასალები, რომლებსაც ემატება წიგნის ავტორის მიერ წლების განმავლობაში ადგილზე მოკვლეული შესაბამისი მონაცემები.



კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები / ნუგზარ ანთელავა; რედაქტორი მერაბ ჩუხუა. თბილისი: უნივერსალი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები