კავკასიძეების ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

კავკასიძეების ციხე (ინგლ. Kavkasidze Fortress), X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს იმიერტაოში, მდ. ჭოროხის პირას, სპერიდან ტაოში შემომავალ გზაზე, მაღალ ბორცვზე (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია). ციხეს ზოგჯერ „ოთხთა ეკლესიის ციხესაც“ უწოდებენ.

ციხის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ფაქტობრივად ერთადერთი ინფორმაცია დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის ექსპედიციის ანგარიშში. 2003-2005 ქართველი მეცნიერების (ბუბა კუდავა, ბონდო კუპატაძე, გოჩა საითიძე, ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია) ძალისხმევით მოპოვებული იყო ახალი მასალები, დადასტურდა, დაზუსტდა და შესწორდა ექ. თაყაიშვილის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, გაირკვა დღემდე უცნობი დეტალები, გაკეთდა ციხის კომპლექსისა და მისი ტაძრის ზოგადი აღწერილობა და სხვ.

ციხე წაგრძელებული, რთული გეგმარების კომპლექსია და ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სიმაღლის კედელი საზღვრავდა. ციტადელი სხვადასხვა დონეზე იყო განლაგებული და მის ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი და აკლდამა იქნა დაფიქსირებული. კომპლექსში შედის მცირე ეკლესია გეგმით 4,5x6,5 მ, რომელიც შირიმის ქვის პერანგით ყოფილა შემოსილი. შემორჩენილია უძველესი ფრესკების ფრაგმენტები და XV-XVI საუკუნის ნაკაწრი ასომთავრული და მხედრული წარწერები.

გადმოცემის თანახმად, ამ ციხის ქვევით გადიოდა იერუსალიმისკენ მიმავალი გზა, ამიტომ კავკასიძეებს იერუსალიმის გზის მცველებად მოიხსენიებდნენ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები