კავშირგაბმულობის ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის ჯარები - სპეციალური ჯარები, რომლებიც განკუთვნილია მშვიდობიანობის და ომიანობის დროს კავშირგაბმულობის სისტემების გაშლის და ჯარების (ძალების) მართვის უზრუნველყოფისთვის. უმეტეს სახელმწიფოთა არმიებში კავშირგაბმულობის ჯარები. შედიან შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის და ჯარების ყველა გვარეობის შემადგენლობაში;

კავშირგაბმულობის ჯარები უზრუნველყოფენ გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების მართვას. ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ასრულებენ, აგრეთვე მართვის პუნქტებში ავტომატიზაციის სისტემების და საშუალებების ექსპლუატაციის ამოცანებს. მოიცავენ საკვანძო და სახაზო შენაერთებსა და ნაწილებს, კავშირგაბმულობის და მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, კავშირგაბმულობის უსაფრთხოების, საფელდიეგერო- საფოსტო კავშირის სამსახურებს და სხვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები