კალიფსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალიფსობერძნ. ნიმფა, ატლასის ასული. კალიფსო ზღაპრულ ოგიგიაზე ცხოვრობდა. ეს იყო კუნძული, რომელზეც გამორიყეს ზვირთებმა ოდისევსის ნაზღვაურალი ხომალდი. კალიფსოს უყვარდა ბერძენი გმირი და დიდხანს (შვიდი წელი) ჰყავდა თავის დიდებულ სასახლეში. ჰპირდებოდა უკვდავებას, ბედნიერებას. მაგრამ ოდისევსს შინდაბრუნების სევდა აწვა. ამას ნიმფაც გრძნობდა და ამიტომაც დამორჩილდა ზევსის ბრძანებას, გაეთავისუფლებინა გმირი. ის დაეხმარა ოდისევსს ხომალდის აგებაში და საგულდაგულოდ აღჭურვა კიდეც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. ოდისევსისგან კალიფსოს ორი ძე ჰყავდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები