კალქასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალქასი(ბერძნ.) აპოლონის ბადიში, ტროას ომის მონაწილე.

კალქასი აპოლონის შვილიშვილი იყო და დიდმა ღმერთმა მას მისნობის ნიჭი უბოძა. როდესაც ტროასკენ მიმავალი ლაშქარი ავლისში შეყოვნდა, კალქასმა იწინასწარმეტყველა, რომ ომი ათი წელი გასტანდა და რომ ზურგქარით მხოლოდ მაშინ გაიშლებოდნენ ხომალდთა აფრები, როდესაც აგამემნონის მიერ შეურაცხყოფილ არტემისს მსხვერპლად იფიგენიას შესწირავდნენ. კალქასის რჩევით აღმოაჩინეს ჰერაკლეს მშვილდის მფლობელი ფილოქტეტესი და ააგეს ტროას ცხენი. როდესაც აქაველთა ჯარს შავმა ჭირმა მუსრი გაავლო, კალქასმა ახსნა მისი მიზეზი. განუცხადა, რომ აპოლონი მრისხანებდა მისი ქურუმის შეურაცხყოფის გამო.

ასე ამბობენ, გული გაუსკდაო კალქასს მაშინ, როდესაც მოფსოსმა დაჯაბნა მისნობის ხელოვნებით. სამხრეთ იტალიაში კალქასის პატივსადებად აუგიათ ტაძარი ორაკულით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები