კანონი უქმე დღეების შესახებ (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უქმე დღეების შესახებ კანონი - საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 31 დეკემბრის კანონით „სამოქალაქო უქმე დღეებისა“, დაწესდა შემდეგი უქმე დღეები:

სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის კონცეფცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე აქტუალური იყო. ეს კარგად ჩანს საკონსტიტუციო კომისიის 1919 წლის 24 თებერვლის სხდომის მასალებიდან, სადაც გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა: „არავითარი სუბსიდიები არ უნდა მიეცეს ეკლესიას სახელმწიფოსაგან“ (ნათაძე); „რაკი ეკლესია ჩამოშორებული იქნება, აღარც კავშირი უნდა იყოს მასა და სახელმწიფოს შორის“ (გ. ნანეიშვილი). ხელისუფლების ამ პოლიტიკას მოჰყვა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება, ასევე, ეკლესიას ჩამოერთვა ბევრი სამოქალაქო უფლება და გადაეცა სახელმწიფოს.

სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორებისკენ გადაგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 17 ივნისს „უქმე დღეების რიცხვის შემცირების“ შესახებ კანონის მიღება. ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ხელისუფლებამ უქმე დღეებიდან გამორიცხა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულები: მირქმა უფლისა - 15 თებერვალი; დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სულიწმინდის მოფენისა, ფერისცვლება უფლისა - 19 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე - 28 აგვისტო; ჯვართ-ამაღლება - 27 სექტემბერი და ტაძრად მოყვანა - 4 დეკემბერი

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, საქ. 420;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები