კაპილონი (ნაგებობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპილონი − აჭარული სოფლისათვის დამახასიათებელი მცირე ფორმის არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც ილია ადამიას მიხედვით აჭარაში „შადრევანს” ანდა „წყაროს” უწოდებდნენ. სიტყვა „კაპილონს” მოსახლეობა იშვიათად იყენებდა. ილია ადამია თვლიდა, რომ კაპილონი არქიტექტურული ნაგებობშეიძლება დამახინჯებული ფორმაც იყოს და „პავილიონს” ნიშნავდეს, რადგანაც XX საუკუნის შუა წლებისათვის კაპილონი მცირე ფორმის ხუროთმოძღვრულ ნაგებობას წარმოადგენდა. სულხან-საბა ორბელიანი მიუთითებდა – „ყოველთა სადგური, ფუნდუკი, გინა კაპილონი”;




ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:403; ადამია, 1956:19; მგელაძე, 1984.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები