კარმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარმა - სიტყვასიტყვით ნიშნავს „საქმეს“, „მოქმედებას“, ითარგმნება „მისაგებელად“, „საზღაურად“, „სანაცვლოდ“, შეიძლება გავიზიაროთ „ბედადაც“. ინდური რელიგიის (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) და ფილოსოფიის ერთ - ერთი ძირითადი ცნება.

რელიგიური ასპექტით კარმა არის კეთილი და ბოროტი საქმეების ჟამი, რასაც წუთისოფლის სტუმარი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს როგორც ტვირთს ჟამითიჟამად ჩადენილი ცოდვებისა თუ მომუშაკებული მადლის მიხედვით.

კარმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი, მისი მომავალი. ამიტომაც, ბუნებრივია, ადამიანი ცდილობს პირადი კარმის გაუმჯობესებას, ტვირთის შემსუბუქებას. ბოლოს კი - უღლის, ე.ი. კარმის თავიდან მოშორებას, მოსპობას, რადგან იგი ქვეეზიდება სულს და ატყვევებს დედამიწაზე.

კარმა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი დაქვემდებარებულია სამსარას (გამოითქმის „სანსარად“). ეს სიტყვა სანსკრიტზე ნიშნავს „მოგზაურობას“. მოცემულ შემთხვევაში - სულის მოგზაურობას სხეულიდან სხეულში, არსებიდან არსებაში. ე.ი. სამსარა არის ახალ-ახალ დაბადებათა, ახალ-ახალ გარდასახვათა, განსხეულებათა წრებრუნვა.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები