კახაბერისძე კახაბერ (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კახაბერ (II) კახაბერისძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახაბერ (II) კახაბერისძე - რაჭის ერისთავი XII ს-ის მიწურულში. XI ს-ის გასულიდან XII ს-ის მიწურულამდე ცნობები რაჭის ერისთავთა შესახებ წყდება. თამარის პირველი ისტორიკოსი ასახელებს რაჭისა და თაკვერის ერისთავ კახაბერ კახაბერისძეს, რომელიც მონაწილეობს თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეორედ მოხსენიებულია იგი თამარის ერისთავთა ჩამონათვალში. სავარაუდოდ, იგივე კახაბერი უნდა იგულისხმებოდეს ნიკორწმინდის ტაძრის დასავლეთის კედლის წარწერაში: „წმიდაო ნიკოლოზ, მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა კახაბერსა და რატის, ამინ“.



წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33.
  • სილოგავა 1980: 169;
  • ბახტაძე 2003: 229.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები