კახიანი ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაალ კახიანი

ზაალ კახიანი(დ. 5 ივლისი, 1927, ბაღდათის რაიონის სოფელი როკითი — გ. 2000). — ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. აკადემიკოსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1951), ასპირანტურა (1954).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამედიცინო-პედაგოგიურ საქმიანობას.
  • იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1962-72);
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი (1988-99).
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) - მაჟორიტარი, ბაღდათის საარჩევნო ოლქი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

სახელმწიფო ჯილდოები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
  • ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები