კემულარია კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე კემულარია

კონსტანტინე კემულარია – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, დიპლომატი.

დაიბადა 1954 წლის 4 აპრილს ქ. ხობში.

განათლება
1975 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურა

სამუშაო გამოცდილება
1975 – მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად;

1976-1979 – იყო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი;
1980-1983 – საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
1983-1987 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1987-1992 – საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი;
1992-1993 – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
1994-1995 – ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის „ინიურკონსალტინგის“ ხელმძღვანელი;
1995 – თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისი“;
1998 – არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომისიას;
1999-2004 – საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული;
2004-2005 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
2005-2006 – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

გამოქვეყნებული აქვს 19 მეცნიერული ნაშრომი და 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები