კერძო სასწავლებლები საქართველოში (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერძო სასწავლებლები 1918-1921 წლების საქართველოში - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრი კერძო სასწავლებელი არსებობდა. მთავრობა არ ზღუდავდა მათ გახსნას, თუმცა სპეციალურად ამოწმებდა განათლების საერთო კანონის შესრულებას და მოსწავლეთა და პედაგოგთა უფლებების დაცვას სკოლის დირექციის მიერ. დარღვევების შემთხვევაში სკოლას ხურავდა. კერძო სკოლები არსებობდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ბევრი იყო თბილისში. ეს სასწავლებლები იყო:

  • ფონბრენერის რეალური სასწავლებელი;
  • ტერ-სტეფანოვის 4-კლასიანი შერეული გიმნაზია;
  • ო. პ. არაპაევის რეალური სასწავლებელი;
  • პუშკინის გიმნაზია;
  • ნიკოლოზ თევზაძის კერძო შერეული გიმნაზია.;
  • ტროფიმენკოს მოზრდილთა კერძო გიმნაზია (გაიხსნა 1918);
  • პანჩენკოსა და ტიხომიროვის კერძო გიმნაზია,
  • ს. მამულოვის, ბეროზაშვილის, პალმოვის გიმნაზიები;
  • ქუთაისში - ვ. ნ. სოკოლოვის გიმნაზია და მარიამ კვინიხიძე-სოკოლოვის გიმნაზია.

კერძო სასწავლებლების სასწავლო გეგმები, პროგრამები და სახელმძღვანელოები მოწმდებოდა განათლების სამინისტროს სარევიზიო კომისიების მიერ და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტანდარტთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში იხურებოდა. მაგ.: ივანე პალმოვის რუსული კერძო გიმნაზია თბილისში (დირექტორი ციგანკოვი) 1920 წელს განათლების სამინისტრომ შეამოწმა, სასწავლო პროცესი მიიჩნია თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და დახურა. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსსა, ფ. 1935, აღწერა 1, საქმე 89, 314, 319, 236, 282, 178, 973.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები