კეცი ქვისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეცი ქვისა

კეცი ქვისა - მჭადისა და პურის გამოსაცხობი. ქვის კეცების დამზადებას ძირითადად მისდევენ იმერეთში (სოფ. ბესიაური), გურიასა (სოფ. ვანი) და სამეგრელოში (სათანჯაოს მთის კარიერი).

კეცისათვის საჭირო მადანი წარმოადგენს რბილ ქანს, რომელიც ფერით მოლურჯო, მორუხო, მოლიბეროა და ადვილად ითლება რკინის სათლელით. მადნიდან მას ამოტეხავენ წერექოთი, მოაცლიან უხეშ დანამატებს, გათლიან ჩხოტით, მოსაყვანით და საბოლოოდ გაასუფთავებენ საფხეკით. საკეცე ქვის ჯიში ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ დიდხანს შეინარჩუნოს მხურვალება და სრულყოფილად აცხობდეს. ქვის კეცები იყო სხვადასხვა ზომის. მათ წარმოებას შინამრეწველობის ხასიათი ჰქონდა, გაჰქონდათ ბაზარზე გასაყიდად და იკმაყოფილებდნენ საოჯახო მოთხოვნილებასაც.





ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები