კეცხოველი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ კეცხოველი
დაიბადა - 26.12.1897 წ.
გარდაიცვალა - 26.11.1982 წ.

კეცხოველი ნიკოლოზი (ნიკო) ნიკოლოზის ძე (26.12.1897 - 26.11.1982, დაიბადა სოფ. ტყვიავში, გორის რ-ნი).

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1929 წლიდან თსუ-ს ბოტანიკის კათედრის დოცენტი, ხოლო 1933 წლიდან კათედრის უცვლელი გამგეა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო - სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942-1957), ბიოლოგიური განყოფილების თავმჯდომარე (1957-1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943-1945), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1945-1952). 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, რომლის სახელსაც ეს ინსტიტუტი ატარებს დღეს, საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.


ნ. კეცხოველის ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით, მათ შორის ი. გოგებაშვილის სახელობის (1960) და ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) მედლებით, არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი (ქსე 1980).


ლიტერატურა

  • 1. ტაბიძე დ. 1954. კახეთის ვაზი ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. 425გვ.
  • 2. ქსე 1980. ნიკოლოზ კეცხოველი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5. 479გვ.
  • 3. ქსე 1984. მაქსიმე რამიშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 8. 299გვ.
  • 4. ქსე 1985. დიმიტრი ტაბიძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 9. 635გვ.
  • 5. Энциклопедия 1987. М. Рамишвили. Д. Табидзе. В: Энциклопедия виноградарства. В 3х томах. Гл. ред. А.И. Тимуш. Кишинев. Издание Молдавской советской энциклопедии. стр. 20, 200.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები