კვების პრობლემები ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვების პრობლემები ბავშვებში - კვების მსუბუქი პრობლემები და საკვებზე უარის თქმა ჩვეულებრივი ამბავია სკოლამდელ ასაკში და იშვიათად გრძელდება დიდი ხნის მანძილზე. ბავშვების მცირე ნაწილში აღინიშნება კვების უფრო მწვავე დარღვევები, კვების ნაკლებობის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე. ეს ხდება მაშინ, როდესაც პერფექციონისტი ან ზედმეტად ყურადღებიანი მშობლები უნებურად ამყარებენ ბავშვის ასეთ ქცევას.

მკურნალობა ითვალისწინებს მშობლებისთვის პრობლემის მართვის სწავლებას. მათ უნდა ვურჩიოთ, რომ არ მიაქციონ ყურადღება კვების პრობლემებს, თავი შეიკავონ ბავშვისთვის განსაკუთრებული კერძის შეთავაზებისგან ან სხვა მცდელობებისგან - ნებისმიერი საშუალებით მიაღებინონ საკვები. ამის საპირისპიროდ, ბავშვს უნდა შევთავაზოთ ჩვეულებრივი კერძი და მივცეთ საშუალება, თავად გადაწყვიტოს, შეჭამოს ის, თუ - არა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები