კვერექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვერექსი - ცალკეული მუხლებისაგან საერთო სავედრებელი საეკლესიო ღვთისმსახურებაზე, რომელსაც დიაკონი (ან მღვდელი, თუ დიაკონი არ არის) ლოცვით წარმოთქვამს, ხოლო გუნდი ყოველი სათხოვარის შემდეგ გალობს „უფალო შეგვიწყალენ“ ან „მოგვმადლე უფალო“. კვერექსი მღვდლის ასამაღლებლით მთავრდება.

კვერექსის რამდენიმე სახე არსებობს:

1. დიდი - იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“;
2. მრჩობლი, ანუ გაძლიერებული (ორკეცი) იწყება: „ვსთქვათ ყოველთა, ყოვლით სულითა“... ყოველ სათხოვარს (მუხლს) სამგზის ერთვის „უფალო შეგვიწყალენ“;
3. თხოვნითი - მასზე სათხოვარნი (მუხლები) მთავრდება გალობით „მოგვმადლენ, უფალო“;
4. მცირე - შედგება მხოლოდ სამი თხოვნისაგან (მუხლისაგან) და იწყება სიტყვებით „მერმე და მერმე“.

ამათ გარდა, არსებობს კათაკმეველთა კვერექსი, რომელიც ლიტურგიაზე წარმოითქმის. მორწმუნენი კვერექსის ყოველ მუხლზე პირჯვარს ისახავენ და ქედს იდრეკენ.


წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები