კვინიკაძე ნესტან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტან ნენე კვინიკაძე

ნესტან ნენე კვინიკაძე — დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს თბილისში. ქართველი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ოლღა თაბუკაშვილის სახელოსნო. 1999 წელს ნესტან კვინიკაძის ლიტერატურული დებიუტი შედგა: გამოვიდა მოთხრობების კრებული სახელწოდებით “ერთსულად”, 2002 წელს დოკუმენტური რომანი “ამარგი” გამოდის, რომელიც 1983 წლის თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. 2003 წელს მისი პირველი მხატვრული რომანი დასტამბა გამომცემლობა “არეტემ” – “ისპაჰანის ბულბულები”. 2005 წელს გამოსული მოთხრობების კრებული სახელწოდებით “Herself” თხუთმეტი მოთხრობა აერთიანებს. 2008 წელს მისი მეორე რომანი “იაგუარების ტექნო” გამოვიდა. 2011 წელს სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა ინგისურენოვანი გამოცემა სახელწოდებით “NOW”, რომელშიც ორი მოთხრობა და ერთი პიესა შევიდა. 2013 წელს ფრანკფურტში, გამოვიდა თანამედროვე ქართველი ქალი ავტორების ანთოლოგია გერმანულ ენაზე “იაგუარების ტექნო”, (FVA publishing) (Leipzig Book Fair). ანთოლოგიაში შესულია ნაწყვეტები ავტორის ამავე სახელწოდების რომანიდან. 2015 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Theater der Zeit მიერ გამოიცა ქართული პიესების კრებული სახელმწოდებით “Zwischen Orient und Okzident“. კრებულში შესულია, ნესტან კვინიკაძის (პიესა სახელწოდებით “მეგობრები”), ლაშა ბუღაძის, ნინო ხარატიშვილისა და სხვა თანამედროვე ავტორების პიესები. 2017 - გერმანულად გამოიცა ისპაჰანის ბულბულები “Nightingales of Isfahan” პრეზენტაცია შედგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე . (ORLANDA Publishing) 2018 წელს - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტის „საქართველო. ლიტერატურული მოგზაურობანი“ პრეზენტაცია ჰამბურგის ლიტერატურულ ფესტივალზე. (პროექტი განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების„ ფარგლებში). 2019 წელს ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისსი 63-ე სესიის მონაწილე-მომხსენებელი. 2019 წლის 29 ოქტომბერს ნესტანის მესამე რომანის “38, 44” პერზენტაცია შედგა.

სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში. ამჟამადაც თანამშრომლოს ონლაინ გამოცემებთან: ინდიგო, ონ.ჯი, ეთ.ჯი.

მისი ნამუშევრები თარგმნილია, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში.

სარჩევი

სამუშაო გამოცდილება

  • 2000-2001 წლებში გადაცემა “კომუნიკატორის” კვირის ოფიციალური მუსიკალური ოცეულის წამყვანი. (სახელმწიფო ტელევიზიის 1 არხი)
  • 1999- 2000-2001 წლებში ფესტივალების “მზიური” და “მატარებელი” ერთ-ერთი ორგანიზატორი
  • 2002-2003 წლები - არის ავტორი დოკუმენტური სიუჟეტების სერიისა: “ჩემი სოფელი” და “ქართველები საზღვარგარეთ”(სახელმწიფო ტელევიზიია 1 არხი)
  • 2005 წელი - ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” კორესპონდენტი
  • 2005 წელი - გაზეთ “24 საათის” სვეტების ავტორი
  • 2006 – 2008 - ჟურნალ “ანაბეჭდის” ავტორი
  • 2006 წლიდან - 2014 წლამდე ქართულ-ინგლისური ჟურნალის “ფოკუსის” მთავარი რედაქტორი
  • 2011 წლიდან - 2014 წლამდე ჟურნალ “თბილისი აუთის” მთავარი რედაქტორი
  • 2015-2017 - ინგლისურენოვანი გზამკვლევის ჟურნალ Georgia To See-ის მთავარი რედაქტორი
  • 2011 წლიდან - 2019 წლამდე თოქ-შოუ “სხვა შუადღის” მთავარი პროდიუსერი.( სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2)
  • 2016 წლიდან - 2019 წლამდე “ლიტერატურული შაბათის” წამყვანი ქეთი დევდარიანთან, დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან ერთად. (სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2)
  • 2016-2019 წწ. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობითა და დაფინანსებით შაბათის შუადღეში ტელე-რუბრიკა “ძალაევროპაშიას” წამყვანი (სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2)
  • 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე ტელეკომპანა “მთავარზე” გადაცემა “ლიტერატურული სამკუთხედის” წამყვანი.
  • 2018 წლიდან - დღემდე კინოსამკითხველოს კურატორი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დრამატურგია

2007 - რადიო პიესა “განცხადება ბაჭიების შესახებ” - კითხვა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა 2010 – “ფრანგულის გაკვეთილები” - კითხვა მარჯანიშვილის თეატრი 2010 - ამერიკა - დადგმა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა. 2010 – Live - პერფორმანსი, როკ კლუბი 2014 – ნესტან კვინიკაძის “ფრანგულის გაკვეთილები” და დათო ტურაშვილის “ევროჯორჯია” დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე. რეჟისორი ლელა ჭინჭარაული 2011-2012 - The Royal Court Theatre – Project New Writing - პროექტის მონაწილე.

კინო

  1. 2012 – MINI EAVE - მონაწილე. კინოსცენარის თანაავტორი ქეთევან მაჭავარიანთან ერთად. კინოსცენარის სახელწოდება “მაღლა აწეული ხელები”.
  2. 2013 – FILMLONDON MICRO-SCHOOL INTERNATIONAL GEORGIA Project.
  3. თანაავტორი კინოსცენარისა 467კილომეტრი სოხუმამდე. ქეთი მაჭავარიანთან ერთად.
  4. 2015 - 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ - უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსში, ნესტან კვინიკაძის კინოსცენარმა „43- ორმოცდასამი", მოიგო მაქსიმალური თანხა - 370 ათასი ლარი. შპს „სინეტექი" რეჟისორი - დიმიტრი ცინცაძე.
  5. (გრან-პრი შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019)
  6. 2018 - ავტორი კინოსცენარისა მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისთვის “დამლაშებული პირსახოცები”. რეჟისორი ალექსანდრე ქვირია.

ნესტან ნენე კვინიკაძე გადაღებულია კინო-ფილმებში:

  • 2003 - “კლასობანა” რეჟისორი თამარ შავგულიძე
  • 2003 - “უსმინე შოპენს” რეჟისორი თორნიკე ბზიავა
  • 2003 - “ბოდვა” რეჟისორი თორნიკე ბზიავა
  • 2009 - “ჯაყოს ხიზნები” რეჟისორი დავით ჯანელიძე
  • 2011 - “მარილივით თეთრი” რეჟისორი ქეთი მაჭავარანი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები