კვიპროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვიპროსის დროშა

კვიპროსი (Cyprus - კვიპროსის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, კუნძულ კვიპროსზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ფართობი - 9,2 ათ. კმ2.

მოსახლეობა- 1,1 მლნ. კაცი (2012), აქედან 80% - კვიპროსელი ბერძნები, 19% - კვიპროსელი თურქები.

ოფიციალური ენები – ბერძნული და თურქული.

დედაქალაქი - ქ. ნიქოზია.

კვიპროსი დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება ეკუთვნის წარმომადგენელთა პალატას, აღმასრულებელი – პრეზიდენტს (ბერძენს) და ვიცეპრეზიდენტს (თურქს). ისინი ნიშნავენ მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 16 აგვისტოს. დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა ტერიტორიის 256 კმ2 სამხედრო ბაზისთვის. საბერძნეთმა და თურქეთმა მიიღო უფლება ჯარების განლაგებაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

1975 წლის 13 თებერვალს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (ტერიტორიის 37%) გამოცხადდა „კვიპროსის რესპუბლიკის ფედერაციული თურქული სახელმწიფოს“ შექმნა.

კვიპროსი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი.

საზღვაო პორტებია: ლიმასოლი, ლარნაკა, ფამაგუსტა.

საერთაშორისო აეროპორტებია: ლარნაკა, ნიქოზია.

კვიპროსის ბერძნული მხარის შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10 ათ. კაცი (2012) შედგება ეროვნული გვარდიისგან, რომელშიც შედის საზღვაო და საჰაერო კომპონენტები.

კვიპროსის თურქული მხარის შეიარაღებული ძალები, საერთო შემადგენლობით 3,5 ათ. კაცი, შედგება კვიპროსის უსაფრთხოების ძალებისაგან. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ორივე მხარეს ხორციელდება გაწვევით.

კვიპროსიზე განლაგებულია გაეროს სამშვიდობო ძალები - 1,05 ათ. კაცი (2012) და დიდი ბრიტანეთის ორი სამხედრო-საზღვაო ბაზა (აკროტირი, დეკალეა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები