კვირია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირია, კვირა, კვირაე – (ბერძნ. კვირიოს „უფალი“). ქართული წარმართული ღვთაება, ბოლო დრომდე შემორჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რწმენაში. მორიგე ღმერთის თანამდგომი, მოკარვე და ხმელეთის გამგებელი. იგი ხუცობის ტექსტებში ასე მოიხსენიება: „დიდება დიდს კვირაესა, მაღლის ღვთის მოკარვესა... ჴმელთ. მაურაო, კარავს კვირაეო“.

კვირი. როგორც პერსონაჟი, გვხვდება მითოლოგიურ ნაწარმოებებში (იაჴსარი, კოპალა და სხვ. იგი ღვთის კარზე მეთვალყურისა და სამართლის გამგებლის ფუნქციასაც ასრულებს.

დ. გოგოჭური



ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1960, გვ. 62;
  • თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1967, გვ. 147;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები