კვიცარიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კვიცარიძე

კვიცარიძე დავით − (1920 − 1998), მწერალი, პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

დაიბადა ქუთაისში. 1941-43 წლებში იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1946 წელს. 1947 წელს გამოაქვეყნა, 1957 წელს — პირველი პროზაული წიგნი „ორდიშევის ტყეში”. ლექსების პირველი კრებული „გზა” 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა „ქუთაისი”, რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


* * *
განა შენთვის გული არ მითხოვია,
ეგ თვალები რა სინაზით დახარე?!
აბა, ქუჩებს ისე როგორ მოვიარ,
შენი ქუჩა თუ არ მოვინახულე.
მოდის წვიმა, მოდის ზეცის ნაკადი,
წვეთებია, ჩემს გულს რომ ახარატებს,
შენ არა ხარ, შენ სადა ხარ აქამდის,
ნამქერს ვატან ჩემი გულის ბარათებს.
გულო ჩემო, შენ ხომ მაინც იხარებ,
მზის სხივები გულს ედება მძივებად,
ისე, როგორც არ მეძინა წუხელის,
ამაღამაც აღარ დამეძინება.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები