კვრივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვრივი – ტერიტორია ხატში (ჯვარში, სალოცავში), სადაც შესვლა მხოლოდ ხატის მსახურებს (ხუცესს, დეკანოზს, ხევისბერს, დასტურს) შეუძლიათ, დანარჩენ მლოცველებს ეკრძალებათ. კვრივს უპირისპირდება, ერთი მხრივ, საჯარე, მეორე მხრივ, ნალახი ადგილი. საჯარე ის ადგილია, სადაც რიგითი მლოცველები სხდებიან დღესასწაულზე, ნალახი კი – შერყვნილი, შელახული, სადაც მთელი სოფელი დადის და ლახავს ფეხით. არის ისეთი კვრივები ხატში, სადაც ფეხის დადგმას თვით ხატის მსახურნიც კი ერიდებიან. ეს არის, ხშირ შემთხვევაში, ძველი ხეებით დაფარული ძველი ნაგებობის ნანგრევი, რომლის ფუნქცია გაუქმებულია ან უკვე გაუგებარია, როგორიც არის, მაგალითად, ზოგიერთ ხატში საბეროები, სადაც ბერები ათევდნენ ღამეს. პირდაპირი მნიშვნელობით „კვრივი“, როგორც საბა ორბელიანი განმარტავს, არის „უფუღურო და უნახვრეტო“, ან, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით რაიმეთი „სავსე და გატენილი“, რაშიც ფიზიკურად შეღწევა შეუძლებელია. კვრივის ცნებაში ფიზიკური შეუღწევადობა რელიგიურ აზრს იძენს. ხატის ტერიტორიაზე დგანან კვრივად ანუ უფუღუროდ აგებული კოშკები, რომლებიც სიმბოლურად კვრივის იდეას გამოხატავენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები