კიევის ბრძოლა 1941

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანიის ჯავშანსატანკო ძალების შეკრება ოპერაციის კოორდინირების მიზნით, 1941 წლის აგვისტო

კიევის ბრძოლა 1941 - (საბჭოთა და რუსულ ლიტერატურაში: კიევის თავდაცვითი ოპერაცია 1941), ფართომასშტაბიანი ბრძოლა წითელ არმიასა და ვერმახტს შორის გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს (1941 წლის 7 ივლისი – 26 სექტემბერი).

გერმანიის მხრიდან მონაწილეობდნენ არმიათა ჯგუფი „სამხრეთი“ (გენერალი-ფელდმარშალი ფონ რუნდშტედტი), II სატანკო ჯგუფი და არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ II არმია. საბჭოთა მხრიდან – სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის (გენერალ-პოლკოვნიკი კიპრონოსი) ჯარები და პინსკის ფლოტილია (კონტრ-ადმირალი როგაჩოვი); საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა მარშალი ბუდიონი.

სმოლენსკის აღების შემდეგ (1941 წლის ივლისი) ჰიტლერმა აღმოსავლეთის არმიას უბრძანა კიევის რაიონში მყოფი საბჭოთა ჯარების განადგურება, უკრაინისა და ყირიმის ხელში ჩაგდება. გერმანელებმა ძლიერი ორმხრივი დარტყმებით (ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან) კიევის აღმოსავლეთით ალყაში მოაქციეს მსხვილი საბჭოთა დაჯგუფება, რომელიც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე ნაწილად იყო გახლეჩილი, განადგურებული ან დატყვევებული.

საბჭოელებმა დაკარგეს მოკლულების, უგზოუკვლოდ დაკარგულებისა და ტყვეების სახით 616 ათ-ზე მეტი ჯარისკაცი, დაჭრილი იყო 84 ათ-ზე მეტი. დაღუპულთა შორის იყო გენერალი კიპრონოსიც. კიევის ბრძოლის შედეგებით რთული მდგომარეობა შეექმნა მთელ საბჭოთა ფრონტს, ხოლო გერმანელებს გზა გაეხსნათ აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასისა და აზოვის ზღვისაკენ. ამავე დროს მძიმე ბრძოლებმა კიევთან 2 თვით შეაფერხეს გერმანელთა შეტევის დაწყება მოსკოვზე, რამაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად განაპირობა მათი დამარცხება მოსკოვთან ბრძოლაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები