კიკაბიძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს ქ. თბილისში. — მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო"; 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში:გია("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე"(1981), "მამაკაცები და სხვები"(1985).

  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - უკრაინის დამსახურებული არტისტი
  • 2013 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1999 - ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
  • 1998 - პრიზი "Золотой Грамофон"(რუსეთი)
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)
  • 1997 - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)
  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის "მიმინო"
  • 1969 - საერთაშორისო კინო ფესტივალ "კარტახანი-70"-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო"

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები