კირილე ალექსანდრიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირილე ალექსანდრიელი (377-444) - ალექსანდრიის პატრიარქი, სახელგანთქმული საეპისკოპოსი დინასტიის წარმომადგენელი. ერთ-ერთმა პირველმა ამხილა ნესტორიანული ერესი. იყო მე-3 მსოფლიო კრების ორგანიზატორი და ძირითადი მოქმედი პირი.

დაიბადა ალექსანდრიაში, წარჩინებული და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში, სადაც კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. სიჭაბუკეში მოღვაწეობდა ღირსი მაკარი დიდის სკიტში. პატრიარქ თეოფილეს დროს ალექსანდრიის ეკლესიის დიაკვნად დაასხეს ხელი. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ პატრიარქად აირჩიეს. იგი სათვეში ედგა ნოვატისა და ნესტორის ერესის წინააღმდეგ ბრძოლას, მან ღრმა შინაარსის მქონე მრავალი ნაშრომი დატოვა.



წყარო

წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები); თარგ. ნინო გულიაშვილის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები