კიღურაძე ლავრენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კიღურაძე ლავრენტი პავლეს ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლავრენტი კიღურაძე

კიღურაძე ლავრენტი პავლეს ძე - (მეტსახელი ლავროსი) (3.IV.1880, სოფ. ვანისქედი - VII.1920) - პედაგოგი, პოლიტიკოსი.

განათლება იურიევის უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკა-მათემატიკის განხრით. თავისი პოლიტიკური არჩევანი მან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაზე შეაჩერა და მისი წევრი გახდა. ლავრენტი კიღურაძე რევოლუციურ მოძრაობაში ყოფნის ბრალდებით პირველად დააკავეს 1907 წელს შემდეგ კი - 1909 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, და არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, როგორც აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი.

მანუჩარ გუნცაძე



ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლავრენტი კიღურაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები