ქურდობისადმი მიდრეკილება პათოლოგიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კლეპტომანია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურდობისადმი მიდრეკილება, პათოლოგიური - (F63.2), (stealing, pathological), საგნების მოპარვის სურვილის წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, როდესაც მოპარული საგნები არც მატერიალური თვალსაზრისით და არც პირადი მოხმარებისათვის არ გამოიყენება. ამის მაგივრად საგნები შესაძლოა გასცენ, დაარიგონ, გადააგდონ, შეინახონ ეს ქცევა, როგორც წესი, ხასიათდება ქურდობის წინ დაძაბულობით, ხოლო ქურდობის დროს და შემდეგ – დაკმაყოფილებით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ასეთი იმპულსები არ არის დაკავშირებული ბოდვებთან, ჰალუცინაციებთან ან ბრაზისა და შურისძიების მოტივებთან. თავად მოპარვის აქტამდე დაძაბულობა მატულობს, ხოლო აქტის შემდეგ დაძაბაულობა იხსნება. კლეპტომანიის დიაგნოზს არ სვამენ მაშინ, როდესაც აშკარაა ასოცირებული ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, მანიაკალური ეპიზოდი ან ქცევითი აშლილობა ბავშვებში და მოზარდებში. მისი დიაგნოსტირება არც მაშინ ხდება, როდესაც ქურდობის მიზეზი სექსუალური ფეტიშიზმია. მოპარულ ნივთებს შეიძლება მცირე ღირებულება ჰქონდეს და მათი შეძენა ადვილი იყოს. ადამიანმა შეიძლება ეს ნივთები მოაგროვოს, გადააგდოს ან მოგვიანებით მფლობელს დაუბრუნოს. პაციენტმა იცის, რომ ქურდობა არაკანონიერია და შეიძლება თავი დამნაშავედ ან დათრგუნულად იგრძნოს, მას შემდეგ, რაც გაივლის ქურდობის აქტის შემდგომი სასიამოვნო შეგრძნებები. ეს აშლილობა უფრო ხშირია ქალებში. აღწერილია, ასევე, კლეპტომანიის კავშირი შფოთვით და კვებით აშლილობებთან. ეს ქცვა შეიძლება იყოს პერიოდული, რემისიის დიდი ინტერვალებით, ან სამართლებრივი დევნის მიუხედავად, სტაბილური წლების მანძილზე. განმეორებადი ქურდობის სხვა მიზეზების გამორიცხვისას, ეს მდგომარეობა იშვიათად გვხვდება. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს კლეპტომანიის, როგორც დამოუკიდებელი სინდრომის არსებობას და თვლის, რომ დიაგნოზი დამოკიდებულია დამნაშვე ადამიანის მიერ საკუთარი მოტივების აღწერაზე. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


სინონიმი

კლეპტომანია


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები