კოალიციური ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოალიციური ომი - სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ომი ცალკეული სახელმწიფოების ან მეორე სამხედრო-პოლიტიკური კავშირის წინააღმდეგ.

კოალიციური ომები ისტორიისთვის ძველი წარსულიდან არის ცნობილი. კოალიციურ ომში მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო თანამშრომლობის მთავარი და ყველაზე ეფექტიანი ფორმაა კოალიციისადმი მტრული ძალების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ერთობლივი წარმოება. გარდა ამისა, კოალიციურ ომში მოკავშირე სახელმწიფოების ურთიერთქმედებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დონე დაფორმა:

  • პოლიტიკური სოლიდარობა, მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკური ან სხვაგვარი დახმარება, სხვადასხვაგვარი სანქციები მოპირისპირე მხარის სახელმწიფოების მიმართ, ეროვნული შეიარაღებული ძალების მიერ საომარი მოქმედებების სხვადასხვა თეატრში განხორციელებული ოპერაციები, სტრატეგიული კოორდინაცია მიზნების, ამოცანების, დროისა და ადგილის მიხედვით (მეორე ფრონტი II მსოფლიო ომის დროს);
  • ეროვნული ჯარების ოპერატიული დაქვემდებარება ერთიანი სარდლობისადმი (მრავალეროვნული ძალების მოქმედება);
  • სხვადასხვა არმიების ნაწილების და ქვედანაყოფების ტაქტიკური ურთიერთქმედება;
  • სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ძალების ორგანიზაციული ერთიანობა მათი მოქალაქეებით სამხედრო ნაწილების ცალ-ცალკე ან შერეული დაკომპლექტების დროს.

კოალიციური ომის წარმოებისთვის, არცთუ იშვიათად, წინასწარ იქმნება ბრძოლის შეიარაღებული და სხვა ფორმებისათვის ხელმძღვანელობის საკოორდინაციო პოლიტიკური და სამხედრო ორგანოები, სამოკავშირეო სამხედრო დაჯგუფებები ან გაერთიანებული შეიარაღებული ძალები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები