კობალაძე კობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კობა კობალაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კობა კობალაძე

კობა კობალაძე – დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში. — სამხედრო პირი. თავდაცვის უმაღლესი სპეციალური წოდება გენერალ-მაიორი (2001). სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის „ოქროს სამკერდე ნიშანი“; სპორტის ოსტატი კრივში; სპორტის ოსტატი ხელჩართულ ბრძოლაში; საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი.

განათლება

სამუშაო გამოცდილება

  • კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი საწარმოს პრაქტიკანტი (1986-1987)
  • სამხედრო სამსახური (სავალდებულო) (1987-1989)
  • ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა: სხვადასხვა თანამდებობა (1991-1994)
  • ქალაქ ფოთის კომენდანტი (1992)
  • დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალი (1999-2001)
  • ოპერატიული მიმართულების კოდორის ხეობის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი (2001)
  • სახმელეთო ჯარების სარდალი (2001)
  • ეროვნული გვარდიის სარდალი (2001-2004)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გენერალთა კლუბის დამფუძნებელი, პრეზიდენტი (2008-)
  • თბილისის საკრებულოს წევრი (2012-2015)
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (2016-)
  • პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №20 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

სახელმწიფო ჯილდოები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • მედალი „მხედრული მამაცობისათვის“
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები